Museum

Museumმიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

Museum-info

Over het museum

 XVIII საუკუნის გერმანელი ექიმი და მეცნიერი კურტ-იოაჰამ შპრენგელი თავის ცნობილ ხუთტომიან სამედიცინო-საისტორიო ნაშრომში „ Verfuch Einer Pragmatifchen Gefchichte der Arzneykunde” (1821) მსოფლიო მედიცინის ისტორიას ქრონოლოგიურად მიმოიხილავს და თხრობას კოლხური მედიცინით იწებს,  ხოლო შემდეგ  სხვა უძველესი ცივილიზაციის ქვეყნების აღწერით აგრძელებს. ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მეფის ქალიშვილი მედეა, სამედიცინო სიბრძნის სინონიმად იქცა. შპრენგელმა ამ ცოდნას “Cura Mediana” ანუ მედეასებური მკურნალობა უწოდა.

 მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს მეორენაირად მედეა-მუზეუმსაც უწოდებენ. სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიაში მოსახლეობის ეთნოგენეზისს და მიგრაციულ პროცესებს, მის გენეტიკურ და კულტურულ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაძღვისპირა სამყაროსთან, ევროპასთან. საგამოფენო დარბაზებში თქვენ გელოდებათ წარმტაცი ისტორიული  მოგზაურობა ქართულ მედიცინასთან ერთად, უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე. თქვენ იხილავთ საქართველოში მოპოვებულ პრეისტორიულ არქოლოგიურ მასალას,ბრინჯაოს ხანის უნიკალურ არქეოლოგიურ არტეფაქტებს , ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებს, საქართველოს ყველა კუთხეში მოწყობილი ორმოცამდე ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ ქართული ხალხური მედიცინის უნიკალურ მასალას, მდიდარ ფოტოკოლექციას,ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შესრულებულ ფერწერულ ტილოებს.

Plan je bezoek

  • 53, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, ჩუღურეთი, ძველი თბილისის რაიონი, Tbilisi, 0102, Georgië
  • Vandaag:
    09:00 - 17:00
    Ma
    Gesloten
    Di
    11:00 - 18:00
    Wo
    11:00 - 18:00
    Do
    11:00 - 18:00
    Vr
    11:00 - 18:00
    Za
    11:00 - 18:00
    Zo
    11:00 - 18:00
    Toon alle openingstijden
  • http://www.medeamuseum.gov.ge/

Beoordelingen

Nog geen beoordelingen

Schrijf de eerste beoordeling
A minimum rating of 1 star is required.
Please fill in your name.

Maak eigen audiogidsen!

Het gebruik van het systeem en de app is gratis

Start

App preview on iOS, Android and Windows Phone